ჩოხატაურის პოლიციამ უკვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები 13 წლის გოგონას საპოვნად, რომელმაც სახლიდან გასვლის წინ დეიდას წერილი დაუტოვა _ “მიყვარხარ! კარგად!” _ აღნიშნულია წერილში.
როგორც გვითხრეს, გოგონას მშობლები საქართველოში არ ცხოვრობენ და დეიდასთან იყო.
იგი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც მისმა პედაგოგებმა გვითხრეს, მისთვის პრობლემები არ შეუმჩნევიათ:
_ მოწესრიგებული, კარგი ბავშვია. ბოლო ერთი კვირა სკოლაში არ დადიოდა. როგორც დეიდამ გვითხრა, თავის ტკივილები ჰქონდა. ჩვენც დღეს გავიგეთ, რომ დაიკარგა. გუშინ დასაწოლად წასულა და დეიდას ამ დილით არ დახვდა სახლში. მხოლოდ წერილი იყო, _ გვითხრეს პედაგოგებმა.
მათივე თქმით, გოგონას არც კომპიუტერული თამაშებისკენ ჰქონდა მიდრეკილება: _ მას შემდეგ რაც თამაშების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ძალიან ვფრთხილობთ, ყველას ვამოწმებთ. თ.-ს არაფერი მსგავსი არ ემჩნეოდა. მოკლე სახელოიანი მაისურით დადიოდა. არც სოციალურ ქსელში გამოირჩეოდა აქტიურობით. წარმოდგენაც არ გვაქვს, სად უნდა წასულიყო, _ ამბობენ პედაგოგები
“გურია ნიუსი” დეტალებს ამ წუთებში აზუსტებს და ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.