ჩოხატაურში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა _ 11 750-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ეს ციფრი 2014 წლის არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის ანალოგიურია.
ჩოხატაურში სულ 18308 ამომრჩეველია.
ოლქში ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.