ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 პსრ ტესტით, ხოლო 4 სწრაფი ტესტირების შედეგად დადასტურდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 გორაში, 1 ზოტში, 1 ნაბეღლავში დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის მცხოვრებიც, რომელმაც ტესტი ჩოხატაურში გაიკეთა.