ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ჩვენი ინფორმაციით, ინფიცირებულები სოფლების: ზოტისა და ჩხაკაურას პედაგოგები არიან. მათი კონტაქტი ბათუმში გამართულ ქორწილს უკავშირდება.
“გურია ნიუსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს არჩილ მჟავიას დაუკავშირდა. მჟავიას თქმით, ორი პედაგოგს ოზურგეთში დაუდასტურდა კოვიდ დადებითი და ორ პედაგოგს _ ჩოხატაურში.
_ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სოფლების დასახელება, თუმცა კოვიდ დადებითი პასუხი მივიღეთ ორ პედაგოგზე ჩოხატაურში და 2-ზეც ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში. ისინი დღესვე გადაყვანილი იქნებიან შესაბამის კოვიდცენტრებში. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. შესაბამისად, სოფლებში დაწყება Pშღ კვლევები, _ გვითხრა მჟავიამ.