ამ წუთებში ხანძარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში _ იწვის სიხარულიძეების საცხოვრებელი სახლი.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, ხანძარი ბოსელში გაჩნდა, შემდეგ “კუხნას” მოედო და ახლა საცხოვრებელ სახლზეც გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.