დღეს ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ 13 წლიანი მმართველოსბის შემდეგ ეპარქია უნდა დატოვოს. მანამდე ეპარქიაში იურისტებსა და ეკონომისტებს ელოდებიან. სამუშაო ჯგუფმა აღწერა უნდა ჩაატაროს და გაარკვიოს, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ტოვებს მეუფე პეტრე.
აღწერის პროცედურის დასრულების შემდეგ უკვე ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეპარქიას დატოვებს. თუმცა პატრიარქის მეორე მოთხოვნის შესრულებას, შიომღვიმის მონასტერში გამწესებასთან დაკავშირებით არ აპირებს და მარტვილიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.