რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ადამიანებმა პრემიერ-მინისტრს საუბრის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს _ გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის ნივთები ესროლეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
მთავრობის მეთაური აქციიდან დაცვამ გაიყვანა.
_ თქვენ, ხალხმა პრემიერი გააძევეთ. ჩვენ გავაძევებთ მთავრობას, _ მიმართა ხალხს ზაზა სალარიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუკი ივანიშვილი მთავრობას არ გადააყენებს 100 000 კაცი ეზოს აუტალახებს:
_ პრემიერი კვირიკაშვილი ხალხს გაექცა, საქართველოს სინდისს და ნამუსს გაექცა, _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.