ვაშინგტონში, უზენაესი სასამართლოს წინ აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 35 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აქციის დროს დაკავებულთა შორის 17 დემოკრატი კონგრესმენია. დემონსტრანტებმა ქუჩის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.
როგორც CNN წერს, აქციის მონაწილეებს სპეციალურად დამზადებული მწვანე „ბენდენები“ ეკეთათ წარწერით „Won’t Back Down“-ით, ისინი კაპიტოლიუმიდან სასამართლოსკენ გაემართნენ, რომელიც კვირების განმავლობაში შემოღობილია, მას შემდეგ, რაც როუ უეიდის წინააღმდეგ გადაწყვეტილების პროექტმა გაჟონა.
,,აქციის მონაწილეებს, პოლიციამ მოუწოდა შეეწყვიტათ აქცია, მაგრამ ისინი ქუჩაში დასხდნენ და პოლიციის ოფიცრებს სათითაოდ გაყავდა, როდესაც სკანდირებდნენ: „ხალხი ერთიანი, არასოდეს გაიყოფა“. – წერს ტელეკომპანია
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, გადაწყვეტილებას კი ივნისს 16 ივლისს კონგრესმა დაუჭირდა მხარი.
ავტორი