ხობის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 29 პირია,- ამის შესახებ “გურია ნიუსს” ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განუცხადა.
შორენა საბახტარაშვილის თქმით, რაც შეეხება კარანტინის რეჟიმს, სულ ექვსი პირია.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით ,საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორის გამოჯანმრთელებული – 18-ია, კარანტინის რეჟიმში – 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.