ფსიქოკონსულტანტი გიორგი დონაძე ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
“და ჩვენ ვიცეკვებთ!! ეს გინდათ თუ არ გინდათ! მე ვიცეკვებ ჩემი შვილისთვის, რომ ის აღარ ცხოვრობდეს ამ რეალობაში! მე ვიცეკვებ ჩემი სტუდენტებისთვის! მე ვიცეკვებ ჩემი ჰეტეროსექსუალი მეგობრებისთვის! და მე ვიცეკვებ ჩემი ჰომოსექსუალი მეგობრებისთვის! მე ვიცეკვებ ყველა ჩემი ჰეტერო და ჰომოსექსუალი კლიენტებისთვის! მე ვიცეკვებ, რადგან დიდი ხანია უკვე აღარ მსურს, რომ მუდამ ვიცხოვრო იმ ქვეყანაში სადაც განსხვავებული აზრი იდევნება! სადაც ქალებს კლავენ! სადაც ყოველი მეორე საკუთარ შვილზე ძალადობს! მე ვიცეკვებ სადაც შშმ პირებს არ თვლიან საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად! მე ვიცეკვებ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გამო, რომ ისინი არ იყვნენ გარიყულნი! მე ვიცეკვებ, რომ ადამიანებმა მეტი განათლება მიიღონ და არ იძალადონ სხვებზე! და მე ვიცეკვებ მანამ, სანამ ცოცხალი ვარ! ასე რომ გინდათ თუ არა მე ვიცეკვებ! მე ვიცეკვებ თავისუფლებისთვის და არა მხოლოდ ლგბტ ადამიანებისთვის!“_ წერს დონაძე.