კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორის გვანცა გარმელიას თქმით, მათ, ვინც გუშინ თბილისის ცენტრში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე დასწრება ვერ შეძლო, სეანსებზე დასწრება დღეს შეეძლებათ:
“მათ ვისაც ბილეთი ქონდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა, ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით დღეს. დღევანდელი სეანსები ჩატარდება ისე, როგორც იყო დაგეგმილი. კინოთეატრ “ამირანის შემთხვევაში” 19:30 და 22:00 საათზე,” – განაცხადა კინოთეატრების წარმომადგენელმა.
გვანცა გარმელიას თქმით, გუშინ მოხდა კინოთეატრის საკუთრების დაზიანება და მცირე ვანდალიზმის ფაქტები, თუმცა, როგორც ის აცხადებს, ფილმის ჩვენებამ დარბაზში მყოფი მაყურებლებისთვის მშვიდ გარემოში ჩაიარა.