ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ორი მამაკაცია დაჭრილი _ როგორც გვითხრეს, მათ ერთმანეთი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით ისინი მეზობლები არიან და ერთმანეთში კომფლიქტი ჰქონდათ.
ორივე მათგანი ამ წუთებში საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც უწყებაში “გურია ნიუსს” უთხრეს, ამ წუთებში, ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.