ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაშლიჯვარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
როგორც ექიმები ამბობენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.