„დაგვეხმარეთ”_ ამ სიტყვით მიმართა საზოგადოებას ორი დღის წინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ. დღეს კი ქუთაისში და ბათუმში რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.
„თუ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარდგენილი პროექტი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს, მაუწყებელში არსებულ სამსახურების უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ კი დისციპლინური წარმოება უკვე მიმდინარეობს“, _ ითქვა ბათუმში გამართულ აქციაზე.