გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა _ ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები მთავრობას ამ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, უწუნებენ და აღნიშნავენ, რომ ჭანუყვაძის სახით ბახტაძემ სამართლიანი, პრინციპული და ღირსეული კადრი დაკარგა.
რამდენიმე პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ნაზი ჩავლეშვილი: _ ფუიი თქვენი…. კაცის ფასი რომ არ იცოდით, დიდი ხანია ნაცნობია, მარა ჭანუყვაძის ვერ და არ დანახვა… ყველაზე მაგარი გუბერნატორი _ ჩემი უდიდესი პატივისცემა მას.
Nini Beruashvili: _ გულდასაწყვეტი… ბევრი წარმატება, სადაც არ უნდა იყოს!
Xatuna Qavtaradze: _ ნეტა, ვინ მოიაზრება უკეთესი? ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ მერაბს!
ანა გოჩაშვილი: _ ერთ-ერთი ძვირფასი ბოლო რამდენიმე წელიწადში რაც შევიძინე, შენთან ურთიერთობაა Merab Chanukvadze. მე შენზე სამართლიანი, მართალი და ერთგული, ძალიან ცოტა მეგულება და მიხარია, რომ მეგულები სულ, სადაც არ უნდა იყო და რა დროც არ უნდა იყოს.
ვამაყობ და სულ ვიამაყებ შენით! მერო, რა მაგარია რომ ხარ!!!
Dato Liklikadze: _ მოიცა, ამ კაცს ყველა აქებდა გურიაში. კითხვები მასზე არ არსებობდა, სხვებზე _ კი. და ეს კაცი გაუშვეს? რა ხდება, ანა? ანუ წესიერად ცხოვრება კაი პონტი აღარ არის?
Fiqria Gabedava: _ მაგდენი, რაც მერაბიმ გააკეთა, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გაუკეთებია გურიისთვის.
ნინიკო მშვიდობაძე: _ ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. სადაც უნდა იყოს, ყველგან უძლიერესი იქნება, ვიცი.
Tamaz Kharaishvili: _ აღარც თხილი, აღარც გუბერნატორი, დაგვრჩა მარტო ფაროსანა….
Tamuna Dzneladze: _ მხოლოდ გურიის კი არა, მთლიანად საქართველოს ღირსეული მოქალაქე, ბრწყინვალე პიროვნება და მეგობარი… დაუჯერებელია ეს ამბავი… გურია ამაყობს ასეთი ადამიანებით… ძალიან მეწყინა ბატონი მერაბის გადადგომა.
Nino Gigineishvili: _ მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ბატონ მერაბის წინაშე, როგორც საუკეთესო ხელმძღვანელის, იყო საუკეთესო გამგებელი და საუკეთესო გუბერნატორი, წარმატებებს გისურვებთ ბატონო მერაბ!!!
Anzor Shavadze _ ღირსეული კაცი! ასეთი კი არ უნდა გაუშვა, პირიქით, ხელი უნდა შეუწყო, ღირსეულად აკეთოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
Ia Mamaladze: _ აი, ახალი მთავრობის “ბრძნული“ გადაწყვეტილება არჩევნების წინ! ბარემ, პარტიას სახელი გადაარქვით _მაინც ასე იქნება ცოტა ხანში!!!! კიდევ ერთი უსამართლობა, უგუნურება, სიბრიყვე!!!! დილა როგორ უნდა გქონდეს მშვიდობის ასეთ ქვეყანაში?!!!!!!!
Giorgi Sikharulidze: _ საღოლ, ქოცებო!!!! კიდე ერთი იდიოტური გადაწყვეტილება!!!! სად მთავრდება თქვენი სიბრიყვის მიჯნა, არავინ იცის _ ალბათ, უსასრულოა!
Nana Surguladze: _ მართლაც ძალიან დასანანია. ადამიანი რომელიც უყურადღებოდ არავის ტოვებდა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას გვერდით ედგა. ერთ ამბავს გავიხსენებ _ მამაჩემი სასწრაფოთი გადავიყვანეს ბათუმის საავადმყოფო „მედინაში“. ყველამ ვიცით, თუ რა თანხებს უკავშირდება ყოველივე, მიმღებში მითხრეს, ნუ დარდობთ (რომ გაიგეს, ოზურგეთიდან ვიყავით), თქვენ ისეთი გამგებელი გყავთ (მაშინ ბატონი მერაბი გამგებელი იყო) დაგეხმარებათო. თქვენ რა იცით,- მეთქი… ჯერ არ მოსულა ოზურგეთიდან ადამიანი, რომელსაც გამგეობა არ დახმარებოდაო… უდიდესი წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ მერაბს….