სენაკში მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, დაკავებულია 45-წლამდე ასაკის მამაკაცი.
„დაკავება, სავარაუდოდ, ყაჩაღობას უკავშირდება“,- აცხადებს მოქალაქე.
შსს დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.
შეგახსნებთ, სპეცოპერაცია სენაკში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ცოტა ხნის წინ განხორციელდა. დაკავებულია 1 პირი.