ამ წუთებში დამთავრდა ოზურგეთში პოლიციის მაღალჩინოსნებსა და ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების დაკითხვა. ადვოკატის დავით მამალაძის თქმით, ახალგაზრდები ბრალს არ აღიარებენ იმ ფორმულირებით, რაც მათ აქვთ წაყენებული: “არცერთი მათგანი არ აღიარებს სსკ 353 მუხლს, რაც პოლიციელების წინაშე დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობას გულისხმობს. რომ სცოდნოდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, აუცილებლად დაემორჩილებოდნენ და ძალადობას ადგილი არ ექნებოდა.
ადვოკატის თქმით, ასევე, ორი ახალგაზრდა ნაცემია: “ნაცემი არიან, რა თქმა უნდა, თუმცა, მაგის გასაჩივრებას აზრი არ აქვს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხვალ გაიმართება.
“თუ რას მიუსჯის სასამართლო ახალგაზრდებს , ეს მოსამართლის გადასაწყვეტია“, _ ამბობს მამალაძე.