„ მე ეჭვი არ მეპარება, რომ არავინ არ შევა ამ მიტაცებულ პარლამენტში, მით უფრო არ შევა „რესპუბლიკური პარტია“. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება არცერთი პროცენტით. უბრალოდ, განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს ბუნებრივია საჭიროებს მეტ განმარტებას. თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში, ამ განცხადებით მე ზუსტად ვერ გავიგე, ეს ნიშნავს, რომ 3 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან ? მათ განცხადებაში ამოვიკითხე, რომ სანამ პროცესი არ ამოიწურება მოლაპარაკებისა, ისინი განცხადებით არ მიმართავენ შესაბამის უწყებას. მათ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ დამოუკიდებელი პოზიციონირება, ბლოკმა, რომლის წევრებიც გახლავან „ძალა ერთობაშია-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ განსხვავებული პოზიცია მიიღო, მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი არხი აირჩიეს, რაც ნორმალურია და მათი სუვენერული უფლებაა. მე ერთი წამითაც, რომ ეპარებოდეს ეჭვი „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევა, ჩემი განცხადება ასეთი არ იქნებოდა. მათ დამატებით უნდა გააკეთონ განმარტება, კერძოდ, ის რომ თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვე, 4 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან? -თქვა მელიამ ნიკა მელიამ.
საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.