REUTERS-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში ხანძარმა 150 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, არიან დაღუპულები.
გავრცელებული ცნობით, ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ხანძრის გამო მოსახლეობამ ღამე საევაკუაციო ცენტრებში გაატარა.
ქვინსლენდის პრემიერის თქმით, ხელისუფლება ჯერ კიდევ აფასებს გარემოებას უსაფრთხოა თუ არა 2000-მდე ადამიანის სახლში დაბრუნება.