ფეისბუქის მომხმარებელი სერგი ბერიანიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ლაგოდეხის მერია აღბეჭდილი. ფოტოს, ფოტოშოპის კვალი აშკარად ეტყობა _ მერი იქვე მდგარ სახლზე მაღალია. “გურია ნიუსი” ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს დაუკავშირდა.
_ რა საინტერესოა, 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთია დაინტერესებული მედია. ნებისმიერ კითხვაზე, რაც ჩემს მუნიციპალიტეტს ეხება, მზად ვარ, გიპასუხოთ. ამ კითხვაზე კი პასუხს არ გაგცემთ. ისე, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ფოტოშოპით უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, _ გვითხრა ლაგოდეხის მერმა.
“ლაგოდეხის მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო, ადგა და ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი მერიის თანამშრომლებს, ოღონდ დაპატარავება დაავიწყდათ და სახლზე დიდი გამოვიდა, შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ _ ადგა და პროფილის ფოტოდ ატვირთა.რა თქმა უნდა, მალევე წაშალა, როგორც მიუხვდნენ”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სერგი ბერიანიძე.