დღეის, 15 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ინფიცირების 4 ფაქტი ფიქსირდება.
როგორც ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში _ ზოტსა და ჩხაკაურაში, გუშინ დაიწყო საყოველთაო PCR ტესტირება.
„საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის, მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ზოტსა და ჩხაკაურაში, გუშინ დაიწყო საყოველთაო PSR ტესტირება. ჩხაკაურაში, მათ შორის მუჭუთაზე, გუშინ დასრულდა საყოველთაო ტესტირება, სოფელ ზოტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამავე სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე გახორციელდება დისტანციური სწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის“, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.