ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგა გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა.
როგორც BBC იუწყება, სტიქიის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი დაზარალდა.
ძლიერმა წვიმამ დატბორა ათასობით სოფელი. ასობით მოწყობილი ბანაკი შეიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრად.
კადრებში ჩანს, რომ მინისტრი, მრინალ საიკალი სამაშველო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. ორი ბავშვი და ქალი დატბორილი სახლიდან ნავით გამოიყვანეს.
”წყალდიდობა ჩემს საარჩევნო ოლქში”, – დაწერა მან ტვიტერზე. ”ჩვენ გადავარჩინეთ ადამიანები“.
კვირას კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თხების გადარჩენა.
სამშაბათს, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კირირანგას ეროვნული პარკის სანაპიროები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ჩაძირული იყო და მინიმუმ 51 გარეული ცხოველი დაიღუპა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გადაარჩინეს 102 ცხოველი, მათ დაამატეს, რომ ზოგიერთი ვეფხვი და მარტორქა შემოიჭრნენ ახლომდებარე სოფლებში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალურმა სამსახურებმა დაახლოებით 100 ნავი განათავსეს ქვეყნის მასშტაბით.
ხელისუფლებამ ასევე ჩამოაყალიბა 480 რელიეფის ბანაკი 20 ოლქის მასშტაბით, რაც დროებით თავშესაფარს უზრუნველყოფს 60 000-ზე მეტ ადამიანისთვის. შტატების ნაწილში ადიდებუმა წყალმა გზები, სახლები და შენობებმა მოიცვა.
ძლიერი მუსონი ინდოეთში ყოველწლიური მოვლენაა. წყალდიდობა და მეწყერი მოსახლეობას აიძულებს თავიანთი სახლებიდან გაიქცნენ და ხშირად ტოვებენ თავიანთ ნივთებს. სადავო მოქალაქეობის აქტი შარშან მოითხოვდა, რომ მაცხოვრებლებმა დაამტკიცონ თავიანთი ინდოეთის მოქალაქეობა დოკუმენტაციის საშუალებით, ბევრი შიშობდა, რომ ისინი ამას ვერ შეძლებდნენ, წვიმების გამო.
2019 წელს, მილიონობით ადამიანი გადაადგილდა, რადგან დამანგრეველმა წყალდიდობამ დაანგრია ინდოეთის, ნეპალის და ბანგლადეშის დიდი ნაწილები.