ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კალანდობა ჩოხატაურში, ღვაწლმოსილ პედაგოგს სულიკო კალანდაძეს ოჯახიდან მიულოცა გურულებს.
“კალანდა ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება გურიაში. ამიტომ მინდა ამ ოჯახიდან პირველ რიგში მივულოცო მთელს გურიას და მასთან ერთად მთელს საქართველოს დღევანდელი დღე”, _ ამბობს დავით ბაქრაძე, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა საკალანდო სტუმრობის ვიდეომასალა.