დღეს დილით ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა სუფსისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სუფსაში ხუთი ოჯახია დაზარალებული.
“პრობლემები შეექმნა სოფელ წყალწმინდაში დობორჯგინიძეების ოჯახს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები ღრმაღელისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები ადგილებზე იმყოფებიან. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ლოკაციის ადგილებზე იმყოფებიან. შექმნილია საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომჯარიამ.