ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის და და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ღლონტმა და ამავე სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ნიკოლოზ შაფაქიძემ, რომელთა პოეზიას საზოგადოება კარგად იცნობს, ჟურნალ „მნათობის“ მიერ გამოცხადებულ პოეზიის კონკურსში, საკუთარი ლექსები ერთი თვის წინ გააგზავნეს.
„ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ კონკურსის გამარჯვებულები ვართ.როგორც ვიცი, განსაზღვრულია ფულადი ჯილდო ორივესთვის. უფრო დაწვრილებით, თბილისიდან დაბრუნებს შემდეგ გიამბობთ, _ „თქვა „გურია ნიუსთან“ მაია ღლონტმა.