დედამიწაზე მინი გამყინვარების ხანა იწყება. ამის შესახებ The Sun მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ ტემპერატურა დედამიწის ცივ რეგონებში -50 გრადუსი იქნება.
მზის ჰიბერნაცია კი საკვების დეფიციტს გამოიწვევს.
ნასას ინფორმაციით, 2020 წელს მზე ყველაზე დაბალ აქტივობას მიაღწევს 200 წლის განმავლობაში.
მეცნიერების თქმით, მზის ზედაპირზე ნაკლები მზის წერტილები წარმოიქმნება და ნაკლები ენერგია და გამოსხივება გავრცელდება დედამიწისა და პლანეტის მიმართულებით.
აღნიშნული პროცესი მზის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის ნაწილია.
პროფესორი ზარხოვა შეფოთებას გამოთქვამს, რომ ნალექიანი ზაფხული 2053 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
„ცივი და ნალექიანი ზაფხული, ცივი და ნალექიანი ზამთარი იქნება. მოსალოდნელია ისეთი ყინვები, როგორიც ახლა კანადაშია, სადაც ტემპერატურა – 50 გრადუსია და შესაძლოა 33 წლის განმავლობაში გაგრძელდეს,“_ ამბობს პროფესორი გამოცემასთან საუბრისას.
როგორც ცნობილია, ბოლოს ასეთი შემთხვევა 1645 წელს მოხდა და 1715 წელს დასრულდა.
ზარხოვა იმედოვნებს, რომ მინი გამყინვარების ხანა ადრე მომხდარ მსგავს პერიოდს არ ემსგავსება.
„ის გამოიწვევს ცხოველებისა და ადამიანების საკვების დეფიციტს. ისევე, როგორც, იმ წლებში, როდესაც ესპანეთსა და საბერძნეთში აპრილსა და მაისში გათოვდა და მოსავალი გაანადგურა. დიდ ბრიტანეთში ბროკოლის დეფიციტი დაფიქსირდა და სხვა საკვები პროდუქციის,“_ ამბობს ზარხოვა.
თუმცა, როგორც The Sun იუწყება, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მზეზე განვითარებული პროცესი კლიმატზე ნაკლებ გავლენას მოახდენს და გლობალური დათბობის ზრდას ელოდებიან.
რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორი ოუენსი მიიჩნევს, რომ მზის ენერგიის შემცირება ადამიანის ისეთი ქმედებებით ანაზღაურდება, როგორიცაა, co2-ის გამოყოფა ატმოსფეროში.
სხვა ცნობებით, დედამიწაზე ექსტრემალური დათბობა 50 მილიონი წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.