BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელ პოპ სტარს, დემი ლოვატოს 2018 წლის შემდეგ, რაც ის ზედმეტი დოზირების გამო კლინიკაში მოათავსეს სამი ინსულტი და გულის შეტევა აქვს გადატანილი. ამის შესახებ დემი ლოვატომ განაცხადა.
28 წლის ამერიკელი პოპ ვარსკვლავი ახალ დოკუმენტურ ფილმში ამბობს:
“ექიმებმა თქვეს, რომ კიდევ ხუთი ან 10 წუთი მქონდა”.
ლოვატომ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ “ტვინის დაზიანება დამრჩა და მე ახლაც ვგრძნობ ამის შედეგებს”.
ცნობისთვის, დემი ლოვატოპ 2018 წლის ივლისში საკუთარ სახლში უგონოს იპოვეს. მას სავარაუდოდ ჭარბი დოზირება ჰქონდა ფენტანილით დაფარული ოპიოიდების მიღების შედეგად.