საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ხორავას ქუცაზე მოკლული მოზარების საქმეზე გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ბატონ ზაზა სარალიძის მსგავსად, კითხვები აქვს საზოგადოებას და ბუნებრივია-მათ შორის მეც.
უმძიმესია სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, როდესაც საქმე არასრულწლოვანთა მკვლელობას ეხება…
უმთავრესი არის კითხვა: ვინ მოკლა ბავშვი? _ ამ უმძიმეს კითხვას უნდა გაეცეს არგუმენტებით გაჯერებული პასუხი, ისე რომ გაურკვევლობის ნატამალიც არ ჩანდეს.
სენსიტიურად ფრთხილი საკითხისადმი მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებას უმორჩილესად ვთხოვ, შესაბამის სამსახურებს, პროკურატურას, სასამართლოს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მასმედიას.
საქართველოს არც ერთ მოქალაქეს-ჩვენი ხელისუფლების დროს არ უნდა ჰქონდეს უმცირესი განცდაც კი, რომ ,,სისტემა,, მას ჭყლეტს!
ვიტოვებ იმედს და მჯერა, რომ თითოეული დამნაშავე, გამოვლინდება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!, _ წერს ჩრდილელი.