“კვირიკა, დავი! არ აცდეს, არც ერთი!” _ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პრემიერის მიერ ნიკა მელიას გინებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
მელიამ პერმიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ის ფორმალური პრემიერია და ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა, რასაც კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან ნიკა მელიას აგინა:
“შე ნაბიჭ… შენ მოგიტყ….. შე თესლ…”-ამ სიტყვების შემდეგ კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.
ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: “შენ ნაბიჭ….. შენ მოგიტ…” (ვიდეო)
ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი” _ პრემიერი ბოდიშს იხდის