“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თანახმადაც ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი გაუქმდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა:
“როგორც ‘გურია ნიუსი”იუწყება, “ერთიანი ეროვნული გამოცდების” ოზურგეთში ჩაბარების საშუალება მიმდინარე წლიადან აბიტურიენეტებს აღარ ექნებათ და მათ მოუწევთ მხოლოდ იმ ქალაქებში წასვლა სადაც უმაღლესი სასწავლებლებია განთავსებული.
ვის მოუვიდა თავში,მსგავსი აბსურდი? _ არის ოჯახები, რომლებსაც ელემენტალურად არ გააჩნია იმის სახსრები, რომ ის პერიოდი, რაც ეროვნულ გამოცდებს სჭირდება იცხოვროს იმ ქალაქებში, სადაც ინსტიტუტებია განთავსებული.
აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს პირველივე საკრებულოს სხდომაზე და შევცდები ერთობლივი წერილი-მიმართვა მოვამზადოთ განათლების სამინტროს მისამართით.
ასვე მოვუწოდებ გურიის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (მიუხედავთ პარტიული კუთვნილებისა) ერთობლივად მივმართოთ განათლების სამინისტროს, რათა გადაიფიქროს ეს აბსურდული გადაწყვეტილება!”, _ წერს ასკურავა.
ამავე თემაზე: ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი უქმდება (ექსკლუზივი)