დღეიდან, შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვებისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
აღნიშნული გადაწვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფციალურ ვებ-გვერდზე.
თუმცა, გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს, საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებების შემთხვევაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 039 შემთხვევა დაფიქსირდა, 900 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.