კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ბახმაროს საკურორტო ზონაზე კლიმატის ცვლილების გავლენას შეისწავლის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მნიშნვნელოვან ზეგავლენას ახდენს ისეთ მთიან ლანდშაფტებზე, როგორიცაა, მაგალითად ბახმაროს საკურორტო ზონა.
„საქართველოს მთავრობა გეგმავს ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტად განავითაროს. აღსანიშნავია, რომ ბახმაროს საკურორტო ზონაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა ნალექების განაწილება და თოვლის საფარი, დღემდე არ ჩატარებულა.
მნიშნველოვანია კურორტის განვითარების გეგმის შემუშავებამდე წინასწარ იყოს გათვლილი ყველა შესაძლო, მათ შორის ნალექების რაოდენობასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული, რისკი. შესაბამისად, აუცილებელია კურორტ ბახმაროზე კლიმატის ცვლილების გავლენის წინასწარ შეფასება და შესწავლა.
CENN-მა, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი კლიმატის ცვლილების გავლენა ბახმაროს საკურორტო ზონაზე, რომლის მიზანია ბახმაროს საკურორტო ზონის კლიმატის შესწავლა და არსებული კლიმატის პარამეტრების შეფასება, კლიმატის ცვლილების გავლენის განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიზნით.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს ჰიდროლოგიური და კლიმატის ცვლილების შეფასებას, შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირებას და შეფასების ანგარიშების მომზადებას კლიმატის ცვლილების, მისი გავლენისა და სამომავლო რისკების შესახებ. ასევე, პროექტი მოიაზრებს ადგილობრივ დონეზე, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და წყლის რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას“,_ აცხადებენ ორგანიზაციაში.