“დღეს დაგვემატა 9 შემთხვევა, ინფიცირების რაოდენობა მთლიანად გურიაში 48 გახდა. ამ ცხრა შემთხვევიდან 4 არის ოზურგეთის, თვითიზოლაციიდან, ოთხივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. 4 შემთხვევა დაემატა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, რომლის კონტაქტების კვლევა უკვე დაწყებულია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები უკვე იქ არის და ჩვენც მივდივართ. ვნახავთ, შევაფასებთ და ვიმოქმედებთ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით”, _ განაცხადა მჟავიამ. ამ დროის მონაცემებით, აპრილიდან მოყოლებული, გურიაში კორონავირუსზე სულ 6145 ადამიანია გატესტილი, _ გვითხრა მჟავიამ.