ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ, ხელშეკრულებით აყვანილ 41 საჯარო მოხელეს _ სოფლის გამგებლებს, მათ თანაშემწეებს ხელშეკრულების ვადა დღეს გაუვიდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად გაგრძელდება.
_ შესაძლოა თუ არა, რომ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდეთ ხელმეორედ უკვე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, ყაზაიშვილი არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ხელშეკრულებები ყველა მათგანს არ გაუგრძელდება.