ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 62 პირს დაუდასტურდა. სულ ინფიცირებულებულთა რაოდენობამ 2100 შეადგინა. თვითიზოლაციაში 718 ადამიანი იმყოფება. გამოჯანმრთელებულთა ციფრი 647-ია. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 21 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ინფორმაცია დღეს,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved