https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა

10:07; 14.07.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 159 წელი გავიდა.

ვაჟა-ფშაველა, ნამდვილი სახელი და გვარი- ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, 1861წელს, ჩარგალში, ახლანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიბადა.

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  წელს პანდემიიდან გამომდინარე „ვაჟაობა“ არ აღინიშნება და ბუმბერაზ პოეტს ინტერნეტსივრცეში იხსენებენ.

ამის შესახებ ინიციატივა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

“წელს ვაჟას დაბადების თარიღს, 14 ივლისს ვერ ვიზეიმებთ, გასაგები მიზეზების გამო…

ვერც დიდი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა“ გაიმართება, უკვე მესამედ!

წელს ვერ შევძლებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით, რიტუალური სანახაობებით, მაყურებლებით, პოეზიისა და უბრალოდ გართობის მოყვარული ვიზიტორებით დატვირთული ღონისძიება გავიმეოროთ, მაგრამ წელს შეგვიძლია ვაჟა-ფშაველას დღესასწაული ვიზეიმოთ ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჯერ!

წელს, 14 ივლისს, დიდი პოეტის დაბადების ოფიციალურ თარიღზე, შეგვიძლია ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ და მსოფლიოს ქართველობამ ისე, რომ ეს დღესასწაული იყოს ყველასი!

ამისთვის საჭირო არ არის სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები და ა. შ.

ამისთვის საჭიროა ვაჟას, მისი პოეტური სიტყვისა და აზრის სიყვარული მხოლოდ!

ჩვენ შეგვიძლია 14 ივლისს, ერთი დღით, მთელი სოციალური ქსელი ვაჟას ლექსებითა და ფრაზებით ავავსოთ!

ჩავწეროთ პოეტის რომელიმე ლექსი, ჩვენი საყვარელი სტროფი და ავტვირთოთ ჩვენს გვერდზე!

რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი!

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს გაგვიზიაროს სიმღერა ვაჟას ლექსზე, ზოგმა ვაჟას პროზიდან, ან ლიტერატურული წერილებიდან ფრაზები, აბზაცები და ასე შემდეგ!

შეგვიძლია ისიც, რომ რაიმე აქტუალური საკითხის განხილვისას ჩვენი აზრი კომენტარში ვაჟას ფრაზით გადმოვცეთ. ვერაფერი მოხდება ისეთი ამ ქვეყანაში, მისი სიბრძნე რჩევად და წამლად არ გამოდგეს!

ჩავაბათ ამ აქციაში ბავშვები, დედები, მამები, ბებო-პაპები.

ყველა პროფესიის და ეროვნების ნაცნობ-უცნობები!

რაც მეტი ვიქნებით, უფრო უკეთესი!

ეს დღე დაემსგავსება ერთ დიდ აქციას ,,საქართველო და მსოფლიო კითხულობს ვაჟას და საუბრობს ვაჟას ენით“!

მოდით, ვცადოთ და დავრწმუნდებით რა სახალისო და სასიამოვნო იქნება იმ დღეს ვირტუალურ სამეგობროში შემოსვლა!

როგორ დაიკარგება შური, ბოღმა, სიძულვილი და როგორი ერთიანები ვიქნებით დიდი პოეტის სიტყვის ზეიმში ყველა, ვინც ამ აქციას შეუერთდება!

14 ივლისი დადგება თუ არა, მეც მოგილოცავთ ლექსით, ჩემებურად!

გაავრცელეთ და გადაეცით ყველას, მე მგონია, რომ ვაჟას საქართველო დიდია და მისი სიტყვის და აზრის მიმდევარი ბევრი!

მოდით, ვიდღესასწაულოთ ერთად!”

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველა 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელ პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩადიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნერგა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე, რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი – საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.

სემინარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს – „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა.

„ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ (დავით კლდიაშვილი).

მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით – „ქართული პოეზიის არწივს“.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.

მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეორე მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (დ. 1869, სოფელი სორკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მარტი, 1957, სოფელი ჩარგალი).

წყარო:ვიკიპედია

გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

09:59; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

09:46; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12 თებერვალი, 2026

სომხეთის იერიში აზერბაიჯანზე- დაღუპულია 5 სამხედრო მოსამსახურე და 1 მოქალაქე

“დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი“

ყველა სიახლე

სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026
სამართალი

„გამოსვლა ვერ შეძლო, გაიგუდა“ – ტრაგედია სამეგრელოში

13:33; 13.02.2026
სამართალი

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

13:31; 13.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13:27; 13.02.2026
პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13.02.2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13.02.2026
სამართალი

“გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანი შვილების მიმართ”

12:20; 13.02.2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13.02.2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

9:46; 13.02.2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

9:44; 13.02.2026
ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

9:40; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

9:38; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო