დიდ ბრიტანეთში შტორმი ელეანორი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, უამინდობის შედეგად ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, უელსში 1 ადამიანი ხის დაცემის შედეგად დაშავდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ძლიერი ქარისა და სანაპიროზე მაღალი ღელვის შედეგად წყალდიდობაა მოსალოდნელი.