დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი დამიან გრინი გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს იქნება დარტყმა ტერეზა მეისთვის, რადგან გრინი მისი მთავარი მოკავშირე იყო კაბინეტში.
როგორც ცნობილია, გრინის გადადგომა პორნოგრაფიის სკანდალს უკავშირდება.
2008 წელს პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივნის კომპიუტერში ათასობით პორნოგრაფიული გამოსახულება აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გრინმა პრემიერ-მინისტრისგან გადადგომის თხოვნით წერილი მიიღო, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა.