საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
“გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია.
ორივე მხარეს არის მსხვერპლი.
ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი“, – ამბობს ილია მეორე.