ფრანგი დიეტოლოგ პიერ დუკან ინვესტიციების ევროპული ფონდი თაღლითობისთვის სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 76 წლის ყოფილი ექიმი ვალს ისე იღებდა, რომ სესხის დაფარვას არ აპირებდა
დუკანი ამ თანხების დახარჯვას თავისი დიეტით ამერიკულ ბაზარზე გასვლისთვის აპირებდა. ვალის ზუსტი ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა სტატიაში ასობით ათასებზეა საუბარი.
დუკანი თავის დიეტას 30 წლის განმავლობაში ავითარებდა, თუმცა განსაკუთრბული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მისი წიგნი _ “მე გახდომა არ შემიძლია“, წიგნის 10 მილიონი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში გაიყიდა.
დუკანის ცილოვანი დიეტის დროს, როდესაც ნახშირწყლები მინიმალური ოდენობით მიიღება, ორგანიზმი ენერგიის დახარჯვისას არსებული ცხიმების წვას იწყებს.