საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუდნაძე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე. კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები უბრალოდ არა უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას. ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე.
სამართალდამცველებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავა.