ვფიქრობ, ჩემი კორონავირუსით დაინფიცირება ღვთის წყალობა იყო – ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას CNN ავრცელებს.
როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, თავს შესანიშნავად გრძნიბს და ეს ექსპერიმენტული პრეპარატის ,,Regeneron” – ის დამსახურებაა და ის ამერიკელებისთვის უფასო გახდება.
,,ვფიქრობ, ჩემი კორონავირუსით დაინფიცირება ღვთის წყალობა იყო. მათ ,,Regeneron” – ით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაგრამ მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება.
,,ეს ჩინეთის ბრალია და რაც ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ს პრეზიდენტმა ,,უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი 2 დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.