„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ,“_ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ FBI-ის დირექტორის გათავისუფლებას სენატში დემოკრატების ლიდერი, ჩაკ შუმერი პრესკონფერენციაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შუმერის თქმით, პრეზიდენტის მიერ FBI-ის დირექტორის გათავისუფლება ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პირველი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ ახლა, რატომ მაინცდამაინც დღეს? ვიცით, რომ სახლი იძიებს არჩევნებში რუსეთის ჩარევას, რითაც ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს ისარგებლა. ვიცით, რომ გამოძიებას აწარმოებს სენატი. FBI ცდილობს დადგენას იყო თუ არა ტრამპის საარჩევნო კამპანია რუსეთთან შეთქმული. ძალიან სერიოზული განცხადებაა, მივიდა თუ არა გამოძიება ტრამპის სახლთან ახლოს? პრეზიდენტის მიერ FBI-ის დირექტორის გათავისუფლება დიდ შეშფოთებას იწვევს. პირველად მან გაათავისუფლა სალი იათსი, შემდეგ პრიტ ბაჰარა, ახლა კი ჯეიმს ქომეი, ის სამივე ადამიანი, რომლებიც საქმეს იძიებდნენ და ეს დამთხვევას არ ჰგავს. გამოძიება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება შორს თეთრი სახლისგან, შორს ნებისმიერი იმ ადამიანისგან, ვინც პრეზიდენტ ტრამპს ჰყავს დანიშნული, რადგან ნებისმიერი პირი, ვინც ამ გამოძიებას გააგრძელებს და დირექტორ ქომეის ადგილზე დაინიშნება, იგივე ბედს გაიზიარებს. ჩვენ, ამერიკელ ხალხს, გვჭირდება სპეციალური პროკურორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელი ხალხი იეჭვებს, რომ ქომეის გათავისუფლება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, საქმის მიმალვის ნაწილია“.
ამავე თემაზე: