დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, _ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ დღევანდელ ქადაგებაზე მეორედ მოსვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად. განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით”, _ თქვა მან.