18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მელები მოიპოვეს.