ნიუ-იორკში ძლიერი ქარისა და ზამთრის შტორმის გამო, ერის ტბის მიმდებარედ სახლები ყინულით დაიფარა, _ ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტბასთან წარმოქმნილმა ძლიერმა ქარმა ნაპირზე მაღალი ტალღები გადაისროლა, რომელიც მომენტალურად გაიყინა. ყინულმა სრულად დაფარა სახლები და სხვა ნაგებობები.