როგორც დაანონსებული იყო, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
45 მომხრე,17 წინააღმდეგი _ კენჭისყრა ამ წუთებში დასრულდა.
საკანონმდებლო ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა.