გუშინ თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
20 წლის დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.