ლათინურ ამერიკაში მალარიისა და დენგეს ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტები საფრთხის მიზეზად ვენესუელაში ჯანდაცვის სისტემის მოშლას ასახელებენ.
ვენესუელას ხელისუფლებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის მონაცემების შემგროვებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტის დახურვის ბრძანება გასცა.
გავრცელებული ცნობით, ვენესუელაში ლაბორატორიები გაძარცვულია, კომპიუტერებიდან მყარი დისკები ამოღებულია, ხოლო მიკროსკოპები და სხვა სამედიცინო ინვერტარი განადგურებულია.
გარდა ამისა, დაავადების გავრცელების რისკს ზრდის უკანონო სამთო მოპოვებითი სამუშაოები ბრაზილიის საზღვართან.
ექსპერტების თქმით, მოგზაურობისა და მიგრაციის შედეგად ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში, ასევე კოლუმბიაში, ბრაზილიაში დაავადების ხელახლა გაჩენის დიდი რისკია.
ექსპერტები რეგიონალურ და გლობალურ ხელისუფლებებს მოუწოდებენ დაუყონებლივ იმოქმედონ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.