“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, “ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც “ნაციონალების” ლამის ცოცხლად შეჭმა უნდა.განაგრძობენ ჯიუტად უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას”.
ელისაშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე უარესი კანდიდატურა შეარჩია.
„ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს.
ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში “ქართულ ოცნებას” ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგმდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა და შეძლებდა, ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გაითვალისწინებდა.
ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის “ნაციონალების” ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, განაგრძობენ ჯიუტად უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს მაშინ, როცა ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დავმშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ.
ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის. ესკალაცია გაგრძელდება. გაგრძელდება ის, რომ ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და ამ დროს ღატაკი და გასაცოდავებული ქვეყანა იქნება გვერდზე მიგდებული.
ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხომ წარმოგიდგენიათ _ ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე ჩამოკიდონ. იქედან სააკაშვილი ლამის ტელევიზორში გამოძვრეს, უკვე ხელები ეფხანება, უკვე გეგმები აქვს აწყობილი თავისი რევანშის და აქეთ არის ღარიბაშვილი.
ქვეყანას კატასტროფისკენ მივაქანებთ. ქვეყანას უნდა დამშვიდება და მოლაპარაკება. ეს ოხერი მეხუთე რაუნდი აქამდე რომ გამართულიყო, ეს სჭირდებოდა ქვეყანას და არა აქედან და იქედან მუშტების ბრახუნი. მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო “ოცნებაში”, ის დააბრუნეს პრემიერად. მე ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში ყანაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთ თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი”, _ თქვა ელისაშვილმა.